ბლოგი, ახალგაზრდა, ჯერჯერობით უცნობი რეჟისორების შესახებ

Latest

Advertisements

ინტერვიუ გიორგი ბერიძესთან

[View the story ” გიორგი ბერიძე” on Storify]

_ ოპერატორობა ხელობაა თუ შემოქმედება?
_ ჩემი ხელობა ოპერატორობაა,რადგან ამით ვშოულობ პურის ფულს, მე სხვა არაფერი შემიძლია, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ.მეორეც, ოპერატორობა ბევრ ისეთ რამეს მოითხოვს, რაც წმინდა წყლის ხელობაა. ხელი გავარჯიშებული, თვალი გაჩვეული უნდა გქონდეს,მაგრამ შემოქმედებითი ასპექტიც მნიშვნელოვანია. კინოოპერატოს ევროპაში, ფოტოგრაფიის დირექტორი ჰქვია, ამერიკაში იმას, რასაც ჩვენ დამდგმელ ოპერატორს ვეძახით, ქვია სინემატოგრაფერი, ანუ სინემატოგრაფის ოსტატი. ძალიან მომწონს ეს ტერმინი.ვიტორიო სტორერო, უდიდესი იტალიელი ოპერატორი ამბობს:მე არა ვარ ფოტოგრაფიის დირექტორი,მე ვარ კინემატოგრაფისტი. გულისხმობს, რომ არ არსებობს ოპერატორის პროფესია, კინოენის ცოდნის გარეშე. გადაღებასთან ერთად შენ კინოენას მთლიანად უნდა ფლობდე,ანუ კინემატოგრაფისტი უნდა იყო.ასე რომ შემოქმედებაც არის, მაგრამ არის ხელობაც.წელს სამაგისტრო ხალხი მყავს თეატრალურ ინსტიტუტში, სხვადასხვა პროფესიის ხალიხადა მათ ხელობა უნდა ვასწავლო,შემოქმედების სწავლება ხომ შეუძლებელია. როცა ხელობა ეცოდინებათ თუ შემოქმედებითუ ნიჭი აქვთ, მერე გამოიყენებენ. შემოქმედების იმ ნაწილსაც ვასწავლი, რაც ხელობასთან არის დაკავშირებული.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ “ეპიზოდის” ახალ ნომერში.

http://www.flickr.com/apps/slideshow/show.swf?v=104087

გამოკითხვა

* * *

თქვენ ეხლა ხართ ბლოგზე, რომლის შექმნის იდეაც მეოთხე კურსის ბოლოს, “ახალი მედიის კურსის” დასამთავრებლად ფინალური პროექტიდან წამოვიდა. 🙂 ცოტა ვრცელი და გრძელი წინადადება გამომივიდა, მაგრამ სრული სიმართლეა. ბლოგის კეთების პროცესში, გავიცანი ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანი, გავიგე მეტი ვიდრე ვიცოდი ამ სფეროს შესახებ,
(და არა მარტო, ბლოგის გაკეთების ტექნოლოგიაც კარგად ავითვისე:) ) მათი მონაყოლიდან უფრო მეტად დავიწყე სხვადასხვა დეტალების დაფიქსირება. ვნახე ბევრი კარგი ნამუშევარი და მოვისმინე საინტერესო იდეა. საბოლოოდ კი შევეცადე, ეს ყველაფერი მარტო ჩემთან არ დარჩენილიყო, და ყველა იმ ადამიანს გაეგო და ენახა, ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებს ეს სფერო.. დარწმუნებული ვარ ესეთი ადამიანები ბევრნი არიან. მაგალითად მე, არ ვარ რეჟისორი, მაგრამ ყოველთვის დიდი ინტერესით ვეკიდებოდი ყველაფერს რაც ეხება კინოს, რეჟისორებს..

მინდა რომ ამ ბლოგზე შემოსულმა ყველა ადამიანმა, თუნდაც ერთი რამ, მაინც აღმოაჩინოს მისთვის საინტერესო.
ეს ბლოგი ახალგაზრდა დამწყებ, ჯერჯერობით უცნობი რეჟისორების შესახებ არის. ჯერჯერობით მათი რიცხვი ამ ბლოგზე მცირეა, მაგრამ იმედი მაქვს დროთა განმავლობაში გაიზრდება, თვითონ ესენიც გაიცნობენ ერთმანეთს და დაინტერესებული პირებიც დააკვირდებიან მათ. მინდა რომ ეს ბლოგი იყოს ინტერაქტიული, ამიტომ მოგიწოდებთ აქტიურად გამოიყენოთ გრაფა “კონტაქტი” საიდანაც დამეკონტაქტებით მე, და ვისაც გექნებათ სურვილი, ყველა თქვენგანი მოხვდებით ამ ბლოგზე. ასევე კარგი იქნება თუ კომენტარებსაც დატოვებთ. 😉
ალბათ, უკვე დააფიქსირებდით, აქ არის ერთ-ერთი გვერდი “სიახლეები”. მე შევეცდები, მუდმივად განვაახლო და მოგაწოდოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია, ეს იქნება სხვადასხვა ფესტივალების, ტრენინგების თუ კონკურსების შესახებ.

ძალიან აღარ გადაგღლით, საინტერესო დათვალიერებას გისურვებთ..:)

(აქ ადმინისტრატორი უნდა დავწერო ნეტა ?:))

ნინო აბულაძე